საგანელიძე „ნაციონალებს“: ბიძინა ივანიშვილის გეშინიათ და თან ბოღმა გკლავთ

  ის, რომ უმცირესობას ივანიშვილის გეშინიათ, ეს ერთია, მაგრამ ბოღმა გკლავთ და ეს კიდევ სხვა რამეა, – ამ სიტყვებით დავით საგანელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.
„ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა ადამიანმა, როცა დაინახა, რომ ქვეყანა უბედურებისკენ მიდიოდა, კოალიციის შექმნა შეძლო და სააკაშვილი ქვეყანას მოაცილა. აი ეს ბოღმა გკლავთ.
დღეს ასე თამამად რომ ვეღარ პარპაშებთ, ივანიშვილს ასე ხშირად იმიტომ ახსენებთ. რამდენიმე დღეა საუბარია იმაზე, რომ პროკურორები არიან ჩამოსულნი, განა იმიტომ, რომ ჩვენს პროკურორებს არ ყოფნით გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მაგრამ თქვენნაირი პოპულისტების ხელში ყველა დასკვნაზე, რომელსაც ქართული პროკურატურა დადებდა, იქნებოდა საუბარი, რომ ეს არის ანგარიშსწორება და რევანში. მაშინ, როდესაც საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალებმა, ვის მიკერძოებაში ვერავინ ვეღარ შეიტანს ეჭვს, იქნება დაწერონ ის, რომელსაც თქვენ ელოდებით, იმიტომ ხართ ასეთი შეშინებულნი.
“ქურდს ქუდი ეწვისო”. როდესაც კაცი მართალი ხარ, არაფრის არ გეშინია, მაგრამ როცა იცი, რა გაქვს გაკეთებული, მერე გეშინია. იმიტომ ხართ ასე შეშინებულები და ახლაც იმიტომ ხართ დარბაზიდან გასულები, რომ გეშინიათ”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მსგავსად არასდროს მოიქცევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები