შალვა პაპუაშვილი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.

აღინიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს UNDP-ის პროექტზე “საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში”. ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო პროექტის მიმდინარეობა, ასევე შესაბამისი აქტივობები და გეგმები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კუთხით პარლამენტში გენდერული საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობას.

საუბარი შეეხო გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები