„მთავრობამ წარმატებებს მიაღწია მთავარი ეროვნული ამოცანის შესრულებაში“

  საქართველოს მთავრობამ წარმატებებს მიაღწია მთავარი ეროვნული ამოცანის შესრულებაში, როგორიც არის ჩვენი ქვეყნისთვის განათლებული, აღჭურვილი და მოვლილი არმიის ჩამოყალიბება და ჩვენ ამ გზას გავარძლებთ მომავალშიც, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა რეალური, შინაარსიანი დებატების წარმოება.
,,შესაძლებლობა გვქონდა კომიტეტებში დეპუტატებისთვის გაგვეცნო თავდაცვის სამინისტროს მომავალი ორი წლის გეგმები და როგორც შეკრული გუნდი და მთავრობა გავაგრძელებთ ამ საქმის შესულებას. დეღევანდელი დებატებიც ასახავს იმას, რომ ქვეყანაში გრძელდება ინტერესი პარლამენტარების მხრიდან მთავრობის საქამიანობაზე. სამწუხარო არის ჩემთვისაც, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ვერ მოახერხა რეალური, შინაარსიანი დებატების წარმოება. აშკარად სახეზე გვაქვს კატასტროფული დეკვალიფიკაცია და ეს სამწუხაროა, რადგან ისინი ჭირდება ყველა ხელისუფლებას და მთავრობას, რათა პარლამენტში იყოს სწორი და კონსტრუქციული ოპოზიცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომებს რაც დღეს იქნა დაშვებული, გამოსაწორებენ და ჩვენც ბუნებრივია, იმ იმედით ვართ, რომ მომავალ წელს შეგვეძლება საანგარიშო პერიოდში ავსახოთ წარმატებები და შესრულებული სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარლამენტმა დღეს 89 ხმით საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები