შალვა პაპუაშვილსა და რუსლან აბაშიძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჯანდაცვის, განათლებისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დევნილთა საკითხების მიმართ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები