ირაკლი ქადაგიშვილი – “ჩვენი თვითმიზანი არ არის რუსეთთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც, დეესკალაციის ნაცვლად, ესკალაციას გამოიწვევს”

“ჩვენი თვითმიზანი არ არის რუსეთთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც, დეესკალაციის ნაცვლად, ესკალაციას გამოიწვევს. მთელი მსოფლიო მუშაობს, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს და ჩვენ ნუ ვიმუშავეთ, რომ რამენაირად ესკალაციის ხელშემწყობი გავხდეთ”, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

ქადაგიშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციის პასუხისმგებლობა ნაკლებია, ვიდრე – ხელისუფლების.

“პარლამენტის რეზოლუცია მიმართულია დეესკალაციისკენ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ არა ვითარების ესკალაციისთვის, არამედ – დეესკალაციისთვის. ნათელია, ოპოზიციის პასუხისმგებლობა ნაკლებია, ვიდრე ხელისუფლების“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები