სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის

თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა.

პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება. განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15 ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს პროდუქტის განვითარებაზე. შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, როგორ იფიქრონ პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა წარსდგნენ ინვესტორების წინაშე.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა? მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად. პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერებით. მონაწილეების Impact Hub-ის სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალება ექნებათ, მოიპოვონ ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 ინვრიდან იწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ. პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული წლის პროგრამის მონაწილეებიც საუბრობენ: “upway ქართული სტრატაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სანდო კურსებს. Impact Hub Ttbilisi-ს პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ.R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები