სარჯველაძე: ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთზე განცხადება – რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია

“კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვას – ეშინია თუ არა “ქართულ ოცნებას” რუსეთის.

“ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება – რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ოპოზიცია აცხადებდა, ხელისუფლებას რეზოლუციის მიღება არ უნდაო, ამას ტირაჟირებდნენ. შემდეგ რომ შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე. არავის ამისთვის ბოდიში არ მოუხდია ოპოზიციის მხრიდან. შერცხვნენ იმიტომ, რომ საზოგადოება მოატყუეს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდიათ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები