ოპოზიცია რეზოლუციის საკუთარი ვერსიის დარეგისტრირებას აღარ გეგმავს

ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი ვერსიის დარეგისტრირებას აღარ გეგმავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი საკომიტეტო მოსმენების დროს შეეცდებიან, “ქართულ ოცნებას” დოკუმენტის ტექსტში შესწორებები შეატანინონ.

“ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტექსტი გახდეს მისაღები და შესაძლებელი იყოს მხარდაჭერა”, – აცხადებს “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი, ხათუნა სამნიძე.

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტში ცხადად მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა ეწოდოს რუსეთს ოკუპანტის სახელი და მოვლენებს უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება.

ცნობისთვის, ოპოზიცია მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უწუნებს და აკრიტიკებს იმის გამო, რომ რუსეთი მასში ნახსენები არ არის.

ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები