ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის დამტკიცების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთელი მთავრობა და თითოეული მინისტრი იქნება მოტივირებული ყველა ის ვალდებულება ეფექტიანად და დროულად შესრულდეს, რომელიც მთავრობას აკისრია.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას ნდობის დადასტურებისთვის. ეს იყო ორდღიანი საინტერესო პროცესი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას, ოპოზიციად ხსენებულმა საპარლამენტო უმცირესობამ, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მათ წაკითხული არ ჰქონდათ სამთავრობო პროგრამა”, – აღნიშნა პრემიერმა.
პარლამენტმა დღეს 89 ხმით საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.