დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომარეთში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა გაიმართა

 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა სოფელ გომარეთში გაიმართა, რომელსაც ახლომდებარე სოფლების, კერძოდ, სარკინეთის, განახლების, ველისპირის, მამულოსა და ქციას მოსახლეობა შემოუერთდა და კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65-მა მოქალაქემ გაიკეთა.

მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩავიდა.

აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, ამავე დღეს, სოფელ ირგანჩაიში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები 28 იანვარს ზემო კარაბულახში, იფნარსა და კამარლოშია დაგეგმილი.

ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრები USAIDI – ის Zinc Network – ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები