გივი მიქანაძე: რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო პატივს სცემს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

“ეს არის რეზოლუციის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენებს საქართველოს განწყობასა და საქართველოს გვერდში დგომას მეგობარი უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტექსტში ჩანს, რომ საქართველოსთვის ნებისმიერი სახის ესკალაცია მიუღებელია.

„ამ ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო პატივს სცემს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს, დაუშვებლად მიაჩნია უკრაინის მიმართ ნებისმიერი სახის აგრესია და ნებისმიერი სახის ესკალაცია, მათ შორის, საომარი მოქმედებები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი იქნეს აცილებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები