NDI: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 83% უჭერს მხარს, NATO-ში – 77%
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია, 8% – მიუღებელია, 8% – არ იცის.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, მოსახლეობის 77% უპასუხობს, რომ მისაღებია, 11% – მიუღებელი, არ იცის – 12%.