ირაკლი ღარიბაშვილი: მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით სურდა სათანადო პატივისცემა გამოეხატა სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.

“წელს მეორედ აღვნიშნავთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს. ჩემი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით მსურდა სათანადო პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.

ჩვენი ხელისუფლების უპირველეს მოვალეობად მივიჩნევთ ზრუნვას იმ სამხედროებსა და მათ ოჯახებზე, ვინც ღირსეულად აგრძელებენ ქართულ მხედრულ ტრადიციებს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ მომავალი თაობებისათვის. მთელი საზოგადოების სახელით, მადლიერების გრძნობით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები