დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი მოქალაქეებს შეხვდა

 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოქალაქეების მიღება გამართა.

კობა მურადაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა, რომლებიც ძირითადად სოციალურ საკითხებს შეეხებოდა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

“დღეს, ტრადიციულად მიღება გავმართე მოქალაქეებთან, პირადად მოვისმინე მათი პრობლემები, რომლებიც ძირითადად პირად საკითხებს შეეხებოდა და პრობლემების გადაჭრას კომპეტენციის ფარგლებში დავპირდი.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მოქალაქეებს გარდა ოთხშაბათისა, მათთვის სასურველ დროს მოვუსმენ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, ვის რა უჭირს, რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ და ამა თუ იმ საკითხებს კანონმდებლობიდან გამომდინარე თუ ვერ მოვაგვარებ, პირადად ჩემგან მოისმენენ თუ რატო და რა მიზეზით ვერ გვარდება აღნიშნული პრობლემები”, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები