ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, მხარეები დღეს მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
მომხდართან დაკავშირებით მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დაიღუპა.
საქმეზე დაკავებულია სამი პირი, კერძოდ, პირველ სართულზე მდებარე ბინების მესაკუთრე და ორი ხელოსანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.