„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს

  საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა , “ნაციონალური მოძრაობის” ყველა დეპუტატი დარბაზიდან გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მათ რეპლიკით მიმართა: “უმცირესობა ტოვებს, ე.ი. ასე გამოხატავს თავის პოზიციას, როგორც ვხვდები. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის, მომავალ კვირას კვლავაც შევხვდებით იმავე ადგილზე “, -განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები