დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

სხდომაზე განხილული საკითხები მოიცავდა: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

ამასთან, „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

მესამე დადგენილება შეეხება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების
შესახებ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

მე-4 დადგენილება მოიცავს: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

მეხუთე დადგენილება შეეხება: „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის წესს.

მე-6 დადგენილება მოიცავს: სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სოციალური პროგრამის დამტკიცებას.

მეშვიდე დადგენილება შეეხება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ’’ თავმჯდომარის მოადგილის არჩევას.

მერვე დადგენილება მოიცავს: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №81 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები