დავით უსუფაშვილი: პუტინი მტერია

  „პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! – ასე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.
“ალბათ, ასე უნდა დავიწყო გამოსვლა – პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! მოგესალმებით, მეგობრებო, და, შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ყურადღება მივიპყრო”, – მიმართა უსუფაშვილმა დეპუტატებს. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის და ამიტომაც დარბაზში ემოციები სჭარბობს.
“არ ვიცი, საზეიმო თუ მნიშვნელოვანი დღეა, ერთ რამ ვიცი, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მთავრობის დამტკიცება, იმ ხალხისთვის ნდობის გამოცხადება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მართვა უნდა გააგრძელონ, მნიშვნელოვანი დღეა, ემოციები სჭარბობს ასეთ დღეს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატებს სამი დოკუმენტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტების გეგმის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მართვა.
“მინდა ცოტა სხვა თემაზე ვისაუბრო, თან წამოვიღე სამი დოკუმენტი, კონსტიტუცია, მთავრობის პროგრამა – “ძლიერი, დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის” და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის, რომ შევჯერდეთ ამ სამი ძირითადი დოკუმენტის გეგმის საფუძველზე, როგორ გავაგრძელოთ “ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყნის მართვა. დაახლოებით ორ წელიწადში ისევ დავდგებით ამომრჩევლის წინაშე, როგორ ვუპატაკოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ წინ წავიყვანეთ ქვეყანა და შევასრულოთ ის, რაც ამ დოკუმენტებში წერია. ეს არის მნიშვენლოვანი და ეს არის ძირითადი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ნერვების და დროის კარგვა კარგი არ არის.
“დროის კარგვა, ნერვების ხარჯვა არ არის მნიშვნელოვანი, რაც ამ დარბაზში წელიწადნახევრის განმავლობაში 20-50 ჯერ მოგვისმენია, ვისმენდით იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთის კოლონიად, რადგან ეს არის ჩაფიქრებული და ასე შემდეგ. ბევრჯერ მომისმენია, ნერვები ეშლება ხალხს, რატომ ლაპარაკობს ეს ხალხი ამდენსო. მე ნერვები მეშლება იმაზე, თუ რატომ გეშლებათ ნერვები იმაზე, თუ რას ლაპარაკობს ეს ხალხი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები