ჟორჟოლიანი ,,ნაციონალებს“: ეს არ არის ის კითხვები, რომლებსაც საზოგადოება სვამს
ჩვენ დღეს ვდგავართ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებმა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ შექმნა. ჩვენ ვუცხადებთ ნდობას არა მხოლოდ მთავრობის წევრებს, არამედ მთელს მთავრობას, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მართლაც, ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა გახდეს საქართველოს ისტორიაში და ასეც იქნება. ჩვენ აქ ვისმენდით „ნაციოლური მოძრაობის“ კითხვებს, და ეს არ არის ის კითხვები, რომლებსაც სვამს საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა. ეს არ არის ის გამოწვევები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ამიტომ თუ ჩვენ დავიხარჯებით ამ კინკლაობაში და ამ კამათში, პასუხგაუცემელი დაგვრჩება ის კითხვები, რასაც სვამს მოსახლეობა და ჩვენი ენერგია მოაკლდება იმ საქმეებს, რომლებიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პასუხისმგებლობა, რომელსაც დღეს მთავრობა იღებს, ჩვენი, კანონშემოქმედების პასუხისმგებლობაც არის“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.