„უმცირესობისგან დემაგოგიასთან, არაკომპეტენტურობასთან და უზრდელობასთან ნაზავი ფოიერვერკი მოვისმინეთ“

   უმცირესობისგან დემაგოგიასთან, არაკორექტულობასთან, არაკომპეტენტურობასთან და უზრდელობასთან ნაზავი ფოიერვერკი მოვისმინეთ, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, უმცირესობის წევრები აქცენტებს მნიშვნელოვან თემებზე არ აკეთებენ და დემაგოგიით არიან დაკავებულები.
„გუშინ ჩვენ საშუალება გვქონდა კომიტეტების სხდომებზე ძალიან საინტერესო, ღრმა ანალიზი მოგვესმინა წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებისგან. შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით არსებულ ხედვებს. არცერთ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმრავლესობა არ ესწრებოდა, სამაგიეროდ, დემაგოგიასთან არაკორექტულობასთან, არაკომპეტენტურობასთან და უზრდელობასთან ნაზავი ფოიერვერკი მოვისმინეთ მათგან და ამ კონტექსტით გაგრძელდა, სამწუხაროდ, ჩვენი დებატები.
ვითარებას ისე წარმოადგენენ, თითქოს მთავარი იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრი „ჰეროინს“ იტყვის თუ „გეროინს“. თვითონ მნიშვნელობა, რომ ამხელა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული, რომ ეს არის მუშაობის შედეგი, რომ ეს არის ანალიზის შედეგი. ის, რომ მოსახლეობას პროფესიონალი და კარგად მომზადებული პოლიცია ჰყავს, რომელიც მის უსაფრთხოებას იცავს, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები