ეკა ბესელია გიორგი მღებრიშვილს: მე თქვენ მოსვენებას არ მოგცემთ

   პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიამ „ნაციონალიური მოძრაობის“ „მძიმე მემკვიდრეობაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ერთადერთი პოზიტიური, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა, ეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგები იყო.
„თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ პერიოდს ბიძინა ივანიშილის ქველმოქმედებას გამოვაცლით, კარგად დავინახავთ იმ სურათს, რაც ქვეყანაში ხდებოდა: საშინელი ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჯაშუშობის ბრალდების აღიარების მოთხოვნით თეთრაძის მაგვარი ადამიანების წამება და მათი სიცოცხლის ხელყოფა. ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მივიღეთ, როდესაც ათასობით ადამიანის უფლება იყო შელახული. ახლა ჩვენ ვალდებულნი ვართ, დაწყებული რეფორმები გავაგრძელოთ და ყველა ადამიანის კანონიერი უფლება აღვადგინოთ. ვგულისხმობ პოლიტიკურ პატიმრებს, უსამართლოდ გასამართლებულ პირებს, ქონებაჩამორთმეულებს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს… ყველას, ვისი უფლებაც არის დასაცავი“, – აღნიშნა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარზეც ისაუბრა და სასჯელაღსრულების სისტემაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა:
„აუცილებლად უნდა გამოვყო სუბარი, მან ციხეები ჯოჯოხეთური ვითარებიდან გამოიყვანა. ეს სისტემა სრულიად ახალ მოდელზე გადაიყვანა და დღეს იქ ადამიანებს კი არ აწამებენ, არამედ მკურნალობენ და ადამიანურად ექცევიან. რა თქმა უნდა პრობლემები არის, ამ პრობლემებს ჩვენ ერთად მივხედავთ და მე ბატონ გიორგი მღებრიშვილს უნდა ვუსურვო წარმატება. მე თქვენ არ მოგცემთ მოსვენებას, ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბესელიამ. მან პოზიტიურად შეაფასა დავით დარახველიძის საქმიანობაც და აღნიშნა, რომ მინისტრობის პერიოდში დევნილებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები