დეპუტატი 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს
ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. როგორც გოდერძი ბუკიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 17 მაისი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიმტკიცისა და პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
“უპარტიო მაჟორიტარებმა მოვიფიქრეთ და შემოვდივართ წინადადებით, 17 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ. მე მგონი, ჩვენს ეკონომიკას ამით დიდი ზარალი არ მიადგება. ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, რომ ეს იყოს ჩვენი მშობლების მოფერებისა და ოჯახის სიმტკიცის დღე და ეს დღე განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა გოდერძი ბუკიამ.