ჯანმო: COVID ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 340 მილიონს გადააჭარბა

A patient with breathing problems is wheeled inside a COVID-19 hospital for treatment, amidst the coronavirus disease pandemic, Ahmedabad, India, April 14, 2021. REUTERS/Amit Dave

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 340 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 5,57 მილიონს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ბოლო მონაცემების თანახმად, ცნობილია 340 543 962 კოვიდინფიცირებულისა და 5 570 163 ინფექციის შედეგად დაღუპულის შესახებ.

ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 3 472 227 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 9 184 პაციენტი.

ანტირეკორდი მთელი პანდემიის განმავლობაში დაფიქსირდა 20 იანვარს, როდესაც 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში 3 933 319 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები