“მესმის ბატონი გოგა ხაჩიძის, რადგან მისი მთავარი მუზა დაიკარგა და დღეს ის ვეღარ იმღერებს: „მიშა მაგარია“

  თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ ნდობას არ გამოგიცხადებთ, ეს გასაკვირი არავისთვის არ არის. მათი პოლიტიკური გემოვნების მწვერვალი იყო მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
„მესმის ბატონი გოგა ხაჩიძის, რადგან მისი მთავარი მუზა დაიკარგა და დღეს ის ვეღარ იმღერებს „მიშა მაგარია“-ს, მესმის იმ ადამიანების, ვინც ტაშს უკრავდნენ იმ მინისტრებს, რომელთა დროსაც ქუჩაში გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ცერცვაძე, ქარდავა და სხვები იხოცებოდნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მათ სამთავრობო გუნდში ჰყავდათ მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი და სხვები. მათი პოლიტიკური გუნდის სტანდარტები ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტანდარტებთან ვერ მოვა. ამიტომ ჩვენ მსოფლმხედველობრივი და ფასეულობათა თანხვედრა ვერასოდეს გვექნება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია“, – განაცხადა ბესელიამ.
მან პრემიერსა და მთავრობის პოლიტიკურ გუნდს ნდობა გამოუცხადა და გაწეული მუშაობისთვის მთავრობის ძველ გუნდს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები