აქცია ბათუმში – მთავრობის სახლთან “ნაცმოძრაობა” ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

აჭარის მთავრობის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია ბათუმში – აჭარის მთავრობის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ.

მათი თქმით, 2012 წელს 1 კვტ 11 თეთრი ღირდა, 2022 წელს კი ტარიფი 26,5 თეთრია.

„ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და უნდა ვუშველოთ. ვისაც უჭირს გადასახადის გადახდა, სუბსიდირება უნდა მოხდეს”, – თქვა გიორგი კირთაძემ.

შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნონ, რადგან მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ვერ იხდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები