გოგა ხაჩიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა

  პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს მიკროფონი გამოურთო. დავით უსუფაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ხაჩიძემ სესიაზე მობილურ ტელეფონში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ჩართვა სცადა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, დავით უსუფაშვილმა მას მიკროფონი სრულიად უკანონოდ გაუთიშა. მისივე განცხადებით, მას სურდა პრემიერისთვის იმ დაპირების შეხსენება, სადაც ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულზე, 10 და 20-წლიან უფასო კრედიტებზე საუბრობს.
“უპროცენტო კრედიტებს, უფასო ფულს ჰპირდებოდა ეს ადამიანი ხალხს, მინდოდა, რომ პრემიერისთვის პირველწყაროსგან შემეხსენებინა ეს დაპირება, რისი საშუალებაც არ მომცა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, ქართული პროცედურული დემოკრატიის მამამ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასე იქცევა და არღვევს რეგლამენტს. ამ პარლამენტში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგლამენტი და არა უსუფაშვილის წესები. ეს იყო დარღვევა და არანაირი უფლება არ ჰქონდა მას, რომ შეეწყვეტინებინა ჩემთვის სიტყვით გამოსვლა”, – აღნიშნა ხაჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები