“ვისაც მესამე, “ბუსტერ” დოზა გაკეთებული აქვს, იშვიათად ინფიცირდება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი და მისი დაძლევის საუკეთესო საშუალება “ბუსტერული” დოზით ვაქცინაციაა.

„უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით – ისევე, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში. ვისაც მესამე, “ბუსტერ” დოზა გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც, მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაციის მაჩვენებლები ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.

მათი მოსაზრებით, სამხრეთ აფრიკულ შტამს, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღა გამოიწვია, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პიკი ექნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები