მთავრობის ახალი შემადგენლობა ტყემალაძეს მოსწონს, ასათიანი კი იწუნებს

  „საკმაოდ საინტერესო გუნდია, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა და მიგვაჩნია, რომ მათი ხელმძღვანელობით და უშუალო მოქმედებით, საქართველოს მთავრობა წარმატებული იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შეფასებისას გააკეთა. მან განაცხადა, რომ ახალ შემადგენლობას სრულ ნდობას უცხადებს.
პარტია „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი კი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა.
„ეწყინებათ ალბათ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა, ფაქტია. შვიდი მინისტრი მოხსნეს, ორი დატოვეს, ხუთი შეცვალეს. ისეთი კადრები წარადგინეს, რომლებსაც არ ვიცნობთ და არ ვიცით მათი მოსვლის მიზეზი და მიზანი. „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა მსგავს რამეებს, გახსოვთ, ალბათ, მინისტრთა კარუსელებს რომ ატრიალებდა სააკაშვილი. მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ასეთი კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ შველის! “ – აღნიშნა ასათიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები