გოგა ხაჩიძე პრემიერს: რა მისამართზე მივაკითხოთ ნულპროცენტიან კრედიტებს

  პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაპირებები შეახსენა და კითხვით მიმართა: „რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?“
ხაჩიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2012 წელს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, რომ ყველა მიიღებდა უფასო ფულს და 20 – წლიან კრედიტებს. “თქვენ მიიღებთ უფასო ფულს, გრძელვადიან უფასო ფულს. 10-წლიან და 20 -წლიან კრედიტებს. ჩვენ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვიტანოთ ეს ფული და როგორ მოგაწოდოთ თქვენ – თქვენ მიიღებთ უფასო ფულს”, – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ციტატა. თუ შეიძლება გვითხარით, რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?”, – აღნიშნა გოგა ხაჩიძემ. ღარიბაშვილის განცხადებით, გასულ წელს “სოფლის დახმარების” პროგრამის ფარგლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. პრემიერმა ოპონენტებს საინტერესო იდეების მოფიქრება შესთავაზა.
“რაც შეეხება ხაჩიძეს, რომელსაც უფასო ფული სურს – გასულ წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სწორედ ჩვენი ხელშეწყობით და თანადაფინანსებით მთელ რიგ რაიონში – 10 % იყო თამონაწილეობა, 40 პროცენტი გრანტი და 50 პროცენტი შეღავათიანი სესხი. ასევე ჩემ მიერ წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში “აწარმოე საქართველოში” წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1 %-ს. თქვენც შეგიძლიათ მობრძანებდეთ, თუკი საინტერესო იდეა და საწარმოების აღდგენის სურვილი გექნებათ და ეკონომიკის სამინისტრო მზად იქნება მოგემსახუროთ”, – უპასუხა პრემიერმა გოგა ხაჩიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები