მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური აგენტები აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური აგენტები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, აქციას მართავენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერით: “მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი”, “ღირსეული ხელფასი ყველას”.
ადგილზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.