ღარიბაშვილი კანდელაკს: ბევრმა უცხოელმა მეილით სარგებლობა შეწყვიტა, იმიტომ რომ ძალიან აწუხებთ

   თქვენს გამო ბევრმა უცხოელმა მეილით სარგებლობა შეწყვიტა, იმიტომ რომ ძალიან აწუხებთ – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკს.
კანდელაკმა ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, აპირებდა თუ არა ის უკრაინაში ჩასვლას. ღარიბაშვილმა კანდელაკი დემაგოგიაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
“როცა საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჩავალ. მე მაქვს ჩემი გაწერილი განრიგი. მთავრობის წევრები, ასევე დეპუტატები არაერთხელ იყვნენ, ძალიან რთულ დროსაც იყვნენ ჩასულები და კიდევ ჩავალთ. ასევე ჩამოდიან მინისტრები. ამ სპეკულაციებით თქვენ საზოგადოებას ვეღარ შეიყვანთ შეცდომაში. ბატონო გიორგი, ესაა თქვენი დემაგოგია. მე, მინისტრებს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასე რომ, დაასრულეთ. თქვენს გამო, ბევრმა უცხოელმა მეილით სარგებლობა შეწყვიტა, იმიტომ რომ ძალიან აწუხებთ”, – მიმართა ღარიბაშვილმა კანდელაკს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები