რა დააბარა ივანიშვილმა ღარიბაშვილს ჩიორა თაქთაქიშვილთან (ვიდეო)

   „ქალბატონო ჩიორა, რა დამავალა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა? მან დამაბარა დიდი მოკითხვა თქვენთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
აღნიშნული განცხადებით ღარიბაშვილი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის შეკითხვას გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პრემიერს კითხვით მიმართა: „დაგავალათ თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არასოდეს არ თქვათ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მტერი“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mkD4xVTNMlI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები