მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობის საკუთარ ეპარქიაში გატარებას სთავაზობს

„პირველ ყოვლისა, ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იყოს”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზადაა, ეპარქიაში შესაბამისი პირობები შექმნას.

„მე, პირველ ყოვლისა, ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს, ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში” , – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები