ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. მათ განიხილეს ნატო-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომები.

მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

მდივანმა გაიმეორა აშშ-ს ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერ განხილვას უნდა მოიცავდეს ნატოს მოკავშირეებს და ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები