პრემიერმა პარლამენტს მთავრობის განახლებული გუნდი წარუდგინა

   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის განახლებული გუნდი წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, მან ისეთი მინისტრები შეარჩია, რომლებიც ახალი რეალობის მოთხოვნებს პასუხობენ. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებიც მათ ჩააბარა.
“მინდა, წარმოგიდგინოთ მთავრობის განახლებული გუნდი, წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის განახლებული პროგრამა, ახალი გეგმები და ხედვა უკვე იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
პირველ რიგში, რაც მე გამოცდილებამ დამანახა, ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება. დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინიციატივის გამოჩენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რაც აუცილებელად უნდა შეეძლოს მინისტრს. ის უნდა იყოს გუნდის წევრი, რომელსაც სწორი პოლიტიკური ხედვა აქვს და, ამავე დროს, არის კარგი მენეჯერი. ეს არის თანამედროვე მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დღევანდელი ლიდერი. სწორედ ამიტომ, ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ეს რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები