“რექსი მანგლისის პოლიციამ იპოვა, დიდი მადლობა ბიჭებს, ყველაფერი გააკეთეს” – ირაკლი გაფრინდაშვილი

11 დღის წინ დაკარგული ცუგა – რექსი მანგლისის პოლიციამ იპოვა და სახლში დააბრუნა. ამის შესახებ რექსის პატრონი, ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის პოლიციის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“11 დღიანი ძებნის შემდეგ, რექსი მანგლისის პოლიციამ იპოვა.

დღეს ჩამოიყვანეს ახალციხიდან. დიდი მადლობა ბიჭებს, მართლა ყველაფერი გააკეთეს.

მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთბის.

დაბრუნდა ბედნიერი ცხოვრება Satibe • სათიბეში” , – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები