ბრიჯიტ მაკრონმა მის მიერ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს უპასუხა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლემ, ბრიჯიტმა თქვა, რომ ბოროტმოქმედებმა მონაცემების მანიპულაციის გამოყენებით ის მის ძმად გაასაღეს და ბრალი დასდეს იმაში, თითქოს, ადრე კაცი იყო.

ამის შესახებ მან RTL France-ის ეთერში თქვა.

საფრანგეთის პირველი ლედის თქმით, ბოროტმოქმედები საცნობარო საიტებზე მისი გენეალოგიური მონაცემების შეცვლაზე მუშაობდნენ.

„თავიდან შორიდან ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს, მესმოდა – რასაც ამბობდნენ, სანამ მივხვდებოდი, რომ ჩემი ოჯახის გენეალოგია შეცვალეს. უცებ, მე ჩემი ძმა გავხდი. აქ ვსაუბრობთ ჩემი მშობლების გენეალოგიაზე და ეს მიუღებელია”, – თქვა მან.

“თუ არაფერს მოვიმოქმედებ, მაშინ – როცა უკვე ოთხი წელია, ბულინგის წინააღმდეგ ვიბრძვი, ჩემი ხმა გაგონილი არ იქნება. და მე მეტყვიან – თქვენ არაფერს აკეთებთ”, – განაცხადა პრეზიდენტის მეუღლემ.

დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ ბრიჯიტ მაკრონი სამართალდამცავ ორგანოებში საჩივრის შეტანას გეგმავს იმის გამო, რომ ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, თითქოს, ის ტრანსგენდერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები