ხელოვნების სასახლემ, კულტურის სამინისტროს თანადგომით, კიდევ ერთი ძვირფასი არტეფაქტი დაიბრუნა

ხელოვნების სასახლემ, კულტურის სამინისტროს თანადგომით, კიდევ ერთი ძვირფასი არტეფაქტი დაიბრუნა – გრაფ ოლდენბურგისეული უნიკალური ჭაღი. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ფეისბუქგვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
„XVIII საუკუნის უნიკალური ჭაღი, ფაიფურის მოხატული ფერადი ყვავილებითა და გირლანდებით, უფრო ლამაზი დეკორებით, აქვეა ევროპელ მონარქთა პორტრეტები და გერბები. ჭაღი გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა და საბჭოთა ეპოქაში აუქციონზე გაყიდა. უნიკალური ნიმუში ხელოვნების სასახლის ოქროსფერ დარბაზში თავის ისტორიულ ადგილს დაუბრუნდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები