“მაგთის” თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ

კომპანია “მაგთის” 250 თანამშრომელი ხელფასების მომატებას ითხოვს. ქვეყნის მასშტაბით ისინი საგაფიცვო რეჟიმში არიან და ამბობენ, რომ არ აპირებენ განაახლონ მუშაობა, ვიდრე ადმინისტრაცია მათ შრომით ანაზღაურებას არ გადახედავს.

გაფიცულები არიან კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები.

გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, ქსელში ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხევაში, აბონენტებს მომსახურების პრობლემა შეექმნებათ. მათი თქმით, კომპანია მოთხოვნის შეუსრულებლობას ფინანსური რესურსის არარსებობით ხსნის.

“მაგთის” ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები