დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავს
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი დღეს გაიმართება. პროცესს თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დაესწრება.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ საქმეზე სააკაშვილის გასამართლება აბსურდულია. მმართველი პარტიის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს.
ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.