ალმათის აეროპორტმა მუშაობა ისევ შეწყვიტა
ალმათის აეროპორტი მუშაობას, სულ მცირე, 14 იანვრამდე არ განაახლებს, საჰაერო ნავსადგურის ფუნქციონირების დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ალმათის აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს.
ალმათის აეროპორტმა, ქვეყანაში არეულობის ფონზე, შეწყვიტა მუშაობა და ფუნქციონირება 8 იანვარს განაახლა.
გუშინ კი ფრენები განახლდა ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
თუმცა, რა გახდა ალმათის აეროპორტის მუშაობის შეჩრების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.