აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი მალავდა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის ლაბორატორიულ წარმოშობის თეორიასთან.
კონგრესმენებმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნეს ქვეყნის ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების მინისტრს, ხავიერ ბესერეს.
როგორც წერილის ერთ-ერთ ამონარიდშია ნათქვამი, „ელექტრონული წერილებიდან ამონაწერები მიუთითებს იმაზე, რომ ფაუჩი გაფრთხილებული იყო უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან კორონავირუსის ლაბორატორიული გაჟონვის შესაძლებლობის შესახებ და იმაზე, რომ ვირუსი შესაძლოა, ხელოვნურად გენეტიკურად შეცვლილიყო“.
კონგრესმენების აზრით, აუცილებელია, გაირკვეს, მიეწოდებოდა თუ არა ეს ინფორმაცია მთავრობის დანარჩენ წევრებს და შესაძლებელი იყო თუ არა, ამ ინფორმაციას შეეცვალა აშშ-ის მიდგომა პანდემიის მიმართ.
რესპუბლიკელების აზრით, 2020 წლის 1-ელ თებერვალს ფაუჩი, სხვა მეცნიერებთან ერთად, განიხილავდა კოროვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსიას, მაგრამ გაურკვეველია, „შეატყობინა თუ არა მან ასეთი გაფრთხილებები უმაღლეს ხელისუფლებას“.
გარდა ამისა, კონგრესმენები ეჭვობენ, რომ ფაუჩის, როგორც სამეცნიერო რედაქტორს, შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2020 წლის ერთ-ერთი სტატიის ავტორებზე ვირუსის წარმოშობის შესახებ, რომ მათ ვირუსის ლაბორატორიული გაჟონვის თეორიაზე უარი ეთქვათ.