ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენს დღეს 11:00 საათზე გამოაცხადებს.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ვატო წერეთელს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება დაცვის მხარე, რომელიც უკვე მესამე წელია, ამტკიცებს, რომ დანაშაული არ მომხდარა და საქმეს დაზარალებულიც კი არ ჰყავს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, პროკურორმა გუშინ სხდომაზე და სხდომის შემდეგაც თქვა, რომ ამ საქმის დაზარალებული „თიბისი“ ბანკია.