მაია ბუწაშვილი: “ბუსტერ” დოზა 70%-მდე ეფექტურობას ავლენს
“ბუსტერ” დოზა 70%-მდე ეფექტურობას ავლენს მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა – დაახლოებით, 20%-მდე”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ყველაზე დაცულები ის ადამიანები არიან, ვისაც ვაქცინაციის პარალელურად კორონავირუსი გადატანილი აქვს.
“ბუსტერ” დოზა 70%-მდე ეფექტურობას ავლენს მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა – დაახლოებით, 20%-მდე. მაღალი აქვთ ხელახლა ინფიცირების რისკი მათ, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი. ყველაზე კარგად დაცულებად დღეისათვის ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და თან ვაქცინირებულები არიან და ისინი, ვისაც ორჯერადი ვაქცინაცია და “ბუსტერ” დოზა აქვთ გაკეთებული”, – აცხადებს ბუწაშვილი.