დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა, არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”,- განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები