კორონავირუსს 2 ორსული ემსხვერპლა – 31 და 36 წლის ქალებს 3-3 შვილი დარჩათ

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ორი ორსულია. 31 და 36 წლის ქალებს 3-3 შვილი დარჩათ.

ერთი მათგანი თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა, მეორე გარდაცვალების შემთხვევა კი ქუთაისში დაფიქსირდა.

“3 იანვარს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, საკეისრო კვეთის შემდეგ, გადმოყვანილ იქნა რეანიმაციულ დეპარტამენტში, მზარდი სუნთქვის უკმარისობის გამო, შემოსვლისთანავე გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და დაზიანება იყო 23 ქულა, ფილტვის ვირუსული დაზიანება ჰქონდა, სამწუხაროდ, 10-ში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი”, – თქვა ექიმმა.

ეპიდემიოლოგები ორსულებს ურჩევენ, “ბუსტერ” დოზები გაიკეთონ და მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები