პრემიერი უმცირესობას: არ გელაპარაკებით ისე, როგორც იმსახურებთ

ხალხი გვისმენს და მე ვიცი, რამდენად აღმაშფოთებელი და გამაღიზიანებელია თქვენი საუბრის მოსმენა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ახლა ხალხი გვისმენს და მე ვიცი, რამდენად აღმაშფოთებელი და გამაღიზიანებელია თქვენი საუბრის მოსმენა მათთვის პირველ რიგში. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ დღეს აქ რომ ვდგავართ, არ გელაპარაკებით ისე, როგორც იმსახურებთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და საკუთარი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები