“სააკაშვილმა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს” – გიორგი ბოტკოველი

“მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს”, – ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ბოტ­კო­ვე­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­ი ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს.

“მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ცერთ დღეს არ ტო­ვებს, რომ არ ფიქ­რობ­დეს და მუ­შა­ობ­დეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მან უკვე და­ას­რუ­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მა და ძა­ლი­ან მალე წა­რად­გენს თვი­თონ პი­რა­დად. ასე­ვე, მას აქვს ბევ­რი გზავ­ნი­ლი მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მი­მართ და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე ვი­სა­უბ­რებთ. არა­ფე­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ ხდე­ბა. ის არის პარ­ტი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მისი გან­ცხა­დე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მი­მართ იქ­ნე­ბა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი”, – გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლის თქმით, მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კვლავ უც­ვლე­ლია – ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები