გიორგი ბოტკოველი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დავიხსნათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი მივიდა.

როგორც ბოტკოველმა რუსთავის ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხება.

„კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური. ასევე, სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვისაუბრებთ პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ჩვენ დიდი პერიოდი გავიარეთ. ამ ყველაფერს განვიხილავთ და ვისაუბრებთ სამოქმედო გეგმებზე, თუ როგორ უნდა ვიაროთ, რომ მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, საპროტესტო აქციებით და ჩვენთვის ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილი დავიხსნათ პატიმრობიდან და ასევე ქვეყანა იმ მარწუხებიდან, რომელშიც ბიძინას ჰყავს მოქცეული პუტინის დავალებით. მთავარი იარაღი, რაც ივანიშვილს ხელში აქვს,  არის პოლიტიკური სასამართლო და ამ პროცესით ცდილობს შექმნას რაღაც გარემო ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ იყვნენ“, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები