დევი ტაბიძე: პირველადი აცრების მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველადი აცრების რაოდენობა შემცირებულია.

მისივე თქმით, აცრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

ბუსტერ დოზას ერთი და იგივე ჯგუფი იკეთებს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც, თავის დროზე, ორჯერ აცრაზეც განაცხადეს თანხმობა. პირველადი აცრების მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია და სადღესასწაულო დღეებში აცრილთა რაოდენობაც ძალიან მცირეა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს. 7 და 8 ათასი აცრა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – აცხადებს დევი ტაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები